კომპანია პრაიმი არის სამედიცინო ტექნიკის დისტრიბუტორი კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ტექნიკისა და სახარჯი მასალების დისტრიბუციაა.

 მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დაარსდა 2011 წელს, დამფუძნებლებს სამედიცინო და ესთეტიურ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

  ჩვენი გუნდის უდავო კონკურენტული უპირატესობაა ჩვენი დამკვეთების წინაშე დასახული მთავარი ამოცანების შეცნობა და მათი ყველაზე შედეგიანი და ხელსაყრელი გადაწყვეტა. ამის საშუალებას იძლევა, ერთის მხრივ, ჩვენი თანამშრომლების დიდი პროფესიონალიზმი და მეორეს მხრივ, ჩვენი საიმედო მომწოდებლები, როგორიცაა: Samsung Electronics /ექოსკოპიის აპარატები/ , Protec GmbH / რენტგენის აპარატები, Lawton- ქირურგიული ინსტრუმენტები/, As Medizintechnik /ქირურგიული ინსტრუმენტები/ , SOMATEX /ბიოფსიის ნემსები/, Medset /ელექტოკარდიოგრაფები, სტრეს სისტემები, ჰოლტერები/, Medistim ,   AYGUN /საოპერაციო ხერხი, საოპერაციო განათება, ბიპსები/, DUMAN /სამედიცინო ავეჯი/ , Eryigit /ორთქლის სტერილიზატორები, პლაზმური სტერილიზატორები, სადიზინფექციო სისტემები,სარეცხი მანქანები, საოპერაციო ოთახების სისტემები/, KEN /ინსტრუმენტების დეზინფექციის სისტემები/ , Erler Zimmer /მულაჟები/, AT-OS /სამრეცხავი სისტემები/, Ambulans A.S /სასწრაფო მანქანები/ , Soma Technology /ანესთეზიის მანქანები, ეხოსკოპები, რენტგენები, პორტატული რენტგენები, საოპერაციო მაგიდები, საოპერაციო განათება, ინკუბატორები, დეფიბრილატორები, ეკგ, პაციენრის მონიტორები, ინფუზომატები, ვენტილატორები/, SR-Medizintechnik /ელექტოკარდიოგრაფები, პულსოქსიმეტრები, სტრეს სისტემები/,, Oley /ანტირადიაციული ტანსაცმელი, ხალათები, საყელოები, ჯილეტები/  და სხვები. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ  როგორც ახალი, ასევე მეორადი და განახლებული მაღალი ხარისხის აპარატურა, რომლის დიაპაზონიც მუდმივად ფართოვდება.

 კომპანიას ჰყავს კვალიფიციური საინჟინრო სამსახური, რათა უზრუნველყოს სწრაფი და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება.

 ჩვენი კომპანიის სპეციალისტებმა განახორციელეს ბევრი დიდი პროექტი, რომლებმაც მრავალი კლიენტის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

 ჩვენ ვიცით და გვესმის, თუ რა ამოცანების წინაშე დგანან ჩვენი დამკვეთები და სწორედ ამიტომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებას, რათა მუდამ მზად ვიყოთ ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებსა და დამკვეთებს მათ წინაშე დასახული ამოცანების გადაწყვეტაში.

 ჩვენ დამკვეთებს ვთავაზობთ მიწოდებისა და გადახდის მოქნილ სქემებს და ყოველთვის მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა ურთიერთსასარგებლო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ყოველი პროექტის განხორციელებას.